შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1981 წელს დაბადებული მიხეილ შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ შ-მ ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით კ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლის და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).