შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული რაიბულ დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1960 წელს დაბადებულ ზაურ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზაურ გ. მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. რაიბულ დ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).