შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია ჟ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა მინდია ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,7243 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).