შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნათელა ს. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ბავშვის სამგზავრო კალათის ჩხრეკისას 20 აბი „სუბოქსინი“ და 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,7 გრ ჰეროინს, 0,5056 გრ კოკაინს და 0,5789 გრ მეტამფეტამინის მარილს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით).