შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ფირუზ ე. ნარკოდანაშაულისთვის კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 13,9626 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 4,1887 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).