შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო
10-12-2015

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ილმაზ თ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ილმაზ თ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას, 36 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,0136 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით).