შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ასევე დადგინდა, რომ რამინ ა-მ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გაყიდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0031 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).