შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მალხაზ ჟ. ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან. ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მალხაზ ჟ-მ თანამზრახველებთან ერთად სამტრედიაში, კალანდარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგური გაქურდა. დამნაშავეებმა გაზგასამართი დანადგარის სხვადასხვა აპარატურა წაიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).