შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული დიანა ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0253 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).