შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რატი რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 8 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებისას რატი რ. ნარკოტიკული ბუპრენორფინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).