შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ლევან ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 14 აბი და აბის 10 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,080092 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 2,14 გრ მარიხუანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).