შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო
25-05-2015

შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ჩ. დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).