შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ უ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 მარტს გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარი“-ს გაზგასამართ სადგურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი - 1991 წელს დაბადებული ზურაბ ა, მენეჯერი - 1983 წელს დაბადებული ჯაფარ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯანმრთლების განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).