შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 72 აბი და 28 ნატეხი ნარკოტიკი ამოიღო
16-05-2015

შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 72 აბი და 28 ნატეხი ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ლერი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 0,62 გრ მეტადონი და ნარკოტიკული საშუალების 72 აბი და 28 ნატეხი ამოიღეს, რომელიც 0,625 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ლერი კ-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).