შსს-ს თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 18.11.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 15.01.1977 წ. დაბადებული მუზაფერ უსტაბაში დააკავეს.
მუზაფერ უსტაბაშს ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე, 322-ე, 323-ე, 461-ე, 468-ე, 471-ე, 472-ე და 484-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობის ორგანიზებას ან ყაჩაღობას გულისხმობს. 2011 წელს ქალაქ ანდერლეხტში მდებარე ბულგარული სატრანსპორტო კომპანია „ექსპრესტრანსი“-ს მძღოლის მიერ გაკეთებული იქნა განაცხადი მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. პოლიციელებად გადაცმული 5 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა კომპანიაში, გაანეიტრალეს - „Turkish Way“-ში მყოფი 5 დისპეტჩერი, აიყვანეს ისინი მძევლებად და მუქარით წაართვეს კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ იყო 56-დან 87 700 ევრომდე თანხა. აგრეთვე, იქ მყოფ პირებს წაართვეს მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, მომზადებული იყო ვინმე „ტოტი“-ს მიერ. შემდგომი ღონისძიებების შედეგად, „ტოტი“ იდენტიფიცირებული იქნა როგორც მუზაფერ უსტაბაში.
ამჟამად მუზაფერ უსტაბაში დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.