შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კოდის დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს მიულო...
01-06-2014

შსს-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კოდის დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მოეწყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელთა დასრულების შემდეგ ტკბილეულითა და წმინდა ნინოს ხატებით 200-მდე ბავშვი დასაჩუქრდა.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.