შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავშვების და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 150-მდე ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცეს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მათ მიერ გაღებული თანხებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოაწყვეს. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად წიგნები და ტკბილეული გადასცეს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.