შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
16-05-2016

შსს-მ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).