შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
19-04-2015

შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ბექა წ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).