შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ აჭარაში სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღე...
14-01-2017

შსს-მ აჭარაში სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).