შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული აჰმედ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,23922 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).