შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული დავით თ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).