შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ. ლ. თბილისში დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ს 378-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა, ბ.ლ.-ს პირადი, ასევე, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).