შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).