შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ 16 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღო
24-02-2015

შსს-მ 16 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ილია შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).