შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ „პე-ეს-პე“-ს აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
24-12-2015

შსს-მ „პე-ეს-პე“-ს აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).