შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ხ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება, ხოლო პირადი ჩხრეკისას - გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).