შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
17-07-2014

შსს ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2014 წლის იანვარ-ივნისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12881 დანაშაული, აქედან 7667 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 59,52%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,91 %.
2014 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2002 დანაშაული, აქედან 977 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 48,8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -25,1 %.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა (2014 წლის იანვარი - ივნისი)

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა (2014 წლის ივნისი)