შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალთბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ 2014-15 წლების საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „დინამო“ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 77:66 დაამარცხა. თამაშის ყველა მეოთხედი ცვალებადი უპირატესობით მიმდინაორებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთებში „შსს აკადემიამ“ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.
დღევანდელ შეხვედრაში „შსს აკადემიის“ გუნდში საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 19 ქულის მოპოვება შეძლო.
ფინალური სერიის მეორე თამაში კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში, ხვალ გაიმართება. გუნდები სამ მოგებამდე თამაშობენ. გადამწყვეტ თამაშში კი სუპერლიგის გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი, რომლებიც ერთმანეთს წლევანდელი სუპერლიგის ფინალში შეხვდნენ, ამ ჩემპიონატის სხვადასხვა სეზონის გამარჯვებულები არიან. „შსს აკადემია“ სუპერლიგის 2012-13 წლების ჩემპიონია.