შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს სამინისტროს თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა
20-12-2013

შს სამინისტროს თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა ცალ ხელზე 21 კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა შეასრულა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი პედი დოილის დამყარებული რეკორდი – 18 კილოგრამიანი ტვირთით 31 აზიდვა – საგრძნობლად გააუმჯობესა.

იოსებ ხუციშვილს მსოფლიოს 10 სხვადასხვა რეკორდი აქვს დამყარებული. ამასთანავე, წელს ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე მან თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზა, ფინალში პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირეს. იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ-მაუწყებლობის „GRF TV“-ს საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცა.