საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ივანე პაპიაშვილს და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე შეხვედნენ საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძვანელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა შს სამინისტროს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, თბილისის მთავარი სამმართველოს ორი სამმართველო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და შსს-ს მომსახურების სააგენტო მოინახულეს.