შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ლევან წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 9,04 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული „ბიო“ ლევან წ-მ ინტერნეტით საზღვარგარეთიდან გამოიწერა.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსრ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).