შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს სამინისტრო აქციაში – `გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე` აგრძელებს მონაწილეო...
25-01-2014

შს სამინისტრო აქციაში – `გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე` აგრძელებს მონაწილეობას

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სისხლი უკვე მეორედ ჩააბარეს.

შსს-ს თანამშრომლები, ქვეყნის ყველა რეგიონიდან, აქციაში 2013 წლიდან არიან ჩართული და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს ყოველ კვირას აბარებენ.

აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

იანვრის თვეში აღნიშნული აქცია თელავსა და ქუთაისშიც ჩატარდა.