შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა. მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
მადლობის სიგელები ქალბატონებს მათსავე სამუშაო ოთახებში სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებმა პირადად გადასცეს და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დაცვა და პოლიციაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა. განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები ქალ-პოლიციელებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის.