შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
11-08-2015

შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 10 აგვისტოს ახმეტის რაიონში ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მოძალადის მიერ დაჭრილი პოლიციელი ელიზბარ პატარკაცაშვილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში მოინახულა. მინისტრი შეხვდა და ესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, გაამხნევა ისინი და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ელიზბარ პატარკაცაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი გადარჩენისთვის ექიმები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ.