შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა საგანგებო შტაბში თათბირი გამართა
27-08-2017

შს მინისტრმა საგანგებო შტაბში თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში თათბირი გამართა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს.

ამ ეტაპზე, ხანძარი ხეობაში სრულად ლიკვიდირებულია და ცოცხალი ძალის მეშვეობით ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.

ბორჯომის ხეობაში ისევ რჩება შსს-ს 300-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის - 600, თავდაცვის სამინისტროს - 100 და ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების 50 თანამშრომელი, ასევე, 40 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა, 14 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი და სატვირთო მანქანა, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი და ბელარუსის კუთვნილი ერთი ვერტმფრენი.

ხვალ, საქართველოს დატოვებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული დამხმარე ძალა.