შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა პოლიციელი ქალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
08-03-2017

შს მინისტრმა პოლიციელი ქალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მომუშავე ქალ-პოლიციელებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, ქალთა საერთაშორისო დღესთან - 8 მარტთან დაკავშირებით, შს მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ. პოლიციის დეპარტამენტების უფროსებმა მათ სიგელები, მინისტრის სახელით, პირადად გადასცეს, დღესასწაული მიულოცეს და საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვეს.