ახალ სპორტის სასახლეში გამართულ „წლის სპორტსმენის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის „მია ფორსის“ წარმომადგენელს დათა ქაჯაიას განსაკუთრებული დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აქტიურ მხარდაჭერას, რისი ნათელი მაგალითიც სამინისტროს სპორტული კლუბების წარმატებებია საერთაშორისო ასპარეზზე.
სპორტული კლუბი „მია ფორსი“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს. კლუბის წევრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოსა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონები არიან.