შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის სახელით საჩუქრები გადაეცათ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ, 2008 წ...
03-02-2015

შს მინისტრის სახელით საჩუქრები გადაეცათ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ, 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელით, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საჩუქრები გადასცა ბაკურიანში, სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს და წარმატება მიულოცა.

შს მინისტრის ინიციატივით, 12 ბავშვმა ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენა და სათხილამურო სპორტს დაეუფლა. დასვენების ბოლო დღეს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებისთვის თხილამურებით სრიალში შეჯიბრი ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.