შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილემ გდდ-ს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბა...
20-12-2014

შს მინისტრის მოადგილემ გდდ-ს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დაბა ასპინძაში, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტებით მშენებარე ახალი ბაზა დაათვალიერა და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულა ქალაქ ახალციხეში მდებარე შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო. თეიმურაზ მღებრიშვილი პირად შემადგენლობას შეხვდა და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.