შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე შვეიცარიის და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა
15-01-2015

შს მინისტრის მოადგილე შვეიცარიის და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის ელჩთან სამინისტროს ინიციატივები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან დახმარებას, საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროექტს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანებს შეეხო. არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს იმ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დანაშაულის პრევენციას, სამინისტროს ანგარიშვალდებულების გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უკავშირდება. საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მინისტრის დირექტივას და დაგეგმილ აქტივობებს.

მინისტრის მოადგილემ საბერძნეთის ელჩ ელეფტერიოს პროიოსთან შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებზე, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე კრიმინალთან ბრძოლის კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.