შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, არგენტინა საბადოშს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს, შს სამინისტროსა და IOM-ს შორის არსებული წარმატებული, მჭიდრო თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე მუშაობს. IOM შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის, უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ევროპული სტანდატების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.