„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა მოწოდებულია და თავის საქმიანობაშიც რეალურად ახორციელებს პრინციპებს, რომლებიც არის მიმართული პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს დაზარალებული, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი. აქედან გამომდინარე, თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება. ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პროკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და შესაბამისად დასასჯელიც დაისჯება, მაგრამ მერწმუნეთ იმ ყველა პოლიციელისთვის, ვინც მართლაც მთელი თავისი საქმიანობით და შეგნებით საზოგადოების სამსახურშია, თითოეული თქვენთაგანის უფლებების დაცვის სამსახურში, ასევე ასეთი წინასწარი განცხადებების და დადანაშაულების ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარი იქნებოდა ძალიან ცუდი ფაქტი და დისკრედიტაცია. ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან.“