შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროექტის განხილვა იყო.
შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს, გააცნეს შემდგომი პრიორიტეტები და საჭიროებებიც.