შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
14-01-2015

შს მინისტრის მოადგილე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა მერი ჰოლჰოლს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გეგმებს, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, უორდროპის დიალოგის ფორმატს და ბრიტანეთის მხრიდან შსს-ს სამომავლო პროექტების მხარდაჭერას შეეხო.