შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
02-05-2015

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საჯარო ლექციის ჩასატარებლად თავისუფალი უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიწვიეს. სტუდენტების ინტერესის სფერო იყო საჯარო პოლიტიკა, საჯარო სექტორში საქმიანობის გამოცდილება და სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმა.

არჩილ თალაკვაძე სტუდენტებს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შესახებ ესაუბრა. ასევე წარმოადგინა არგუმენტები, დაფინანსებისა და მართვის მოდელები, რომელსაც აღნიშნული რეფორმა დაეფუძნა.

მინისტრის მოადგილეს სტუდენტებმა შეკითხვები პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც არჩილ თალაკვაძემ ამომწურავი პასუხები გასცა.