შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარ...
14-10-2015

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფომები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგია.