შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
აქციის ფარგლებში, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები წალკაში, თეთრწყაროსა და დმანისში 30-მდე ოჯახს ესტუმრნენ. მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მომავალშიც გაგრძელდება.