საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორ ლორან კორბას და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.