შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი ტიმოთესუბნის ტაძრის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო
13-08-2015

შს მინისტრი ტიმოთესუბნის ტაძრის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბორჯომის რაიონში, ტიმოთესუბანში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. შს მინისტრი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და გაესაუბრა.